ალუმინი
დღეს-დღეობით ალუმინის კარ-ფანჯარა, გამძლეობიდან და დახვეწილი დიზაინიდან გამომდინარე, ძალიან მოთხოვნადი პროდუქტია. თუმცა ალუმინის კარ-ფანჯარას საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი ტექნიკურ მახასიათებელი აქვს, რომელიც შერჩევის დროს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.
ერთი შეხედვით პროექტის დამუშავება მარტივია, თუმცა ამ დროს ხდება ძალიან მნიშვნელოვანი დეტალების გათვლა, როგორებიცაა: ქარის დატვირთვა, თითოეული კონსტრუქციის ზომა/სიმძიმე და სხვა.
ალუმინის პროფილი
ალუმინის პროფილი არსებობს სამი სახის. შიდა ტიხრებისთვის შესაძლებელია გამოვიყენოთ ცივი პროფილი, თუმცა გარე გამოყენებისთვის კი აუცილებლად თერმოხიდიანი პროფილი. საქართველოში არსებობს არაერთი ალუმინის ბრენდი, რომელსაც გვთავაზობენ კომპანიები. მათ შორის განსაკუთრებული ხარისხით გამოირჩევა : თურქული ბრენდი - ASAS - 3 შრიანი თერმული ხიდით ორმაგი იზოლაციით. ASISTAL - 2 შრიანი პროფილით, ALDOX - 1 შრიანი პროფილით.
კომპანია პლასტიკ ჯორჯია მომხმარებელს სთავაზობს სამივე ბრენდს,იმის მიხედვით თუ რომელი ალუმინი შეესაბამება კონკრეტულ პროექტს სპეციფიკაციიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე.
მექანიზმი
მექანიზმებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან მასზე დიდ წილად არის დამოკიდებული კონსტრუქციის ექსპლუატაციის პერიოდი. მექანიზმები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და კარ-ფანჯრის წონასა და ზომაზე გათვლილი. სწორედ ამიტომ კომპანია პლასტიკ ჯორჯია იყენებს ავსტრიული და გერმანული წარმოების MACO და ROTO -ს მექანიზმებს, რომელიც გამოირჩევა თანამედროვე მიდგომებითა და უმაღლესი ხარისხით.