მინაპაკეტის არგონით დატუმბვა

მინაპაკეტი გაზით მინებს შორის

მინაპაკეტის სტანდარტულ ვარიანტში, მინებს შორის სივრცეში არის ჰაერი, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, მწარმოებლები ამ სივრცეში ტვირთავენ ინერტულ გაზს რომელიც ანელებს თბოგადაცემის პროცესს. გამოყენებული ინერტული ნივთიერება შეიძლება იყოს ორ სახის:

- არგონი;
- კრიპტონი;
- ქსენონი;
- მათი ნაზავები;

ამ გაზების თვისებები განსხვავებულია. თბოგამტარობით ქსენონი და კრიპტონი მნიშვნელოვნად ეფექტურია არგონზე, თუმცა მინაპაკეტებს შორის ყველაზე ხშირად ტვირთავენ - არგონს. ამის მიზეზი მისი ღირებულებაა.

არგონს, ზემოთ ჩამოთვლილ გაზებს შორის გააჩნია ყველაზე დაბალი ღირებულება, ამავდროულად კი მისი თვისებები სრულიად მისაღებია მინაპაკეტის თბოიზოლაციის გასაუმჯობესებლად.

ამიტომ, თუ საუბარია მინაპაკეტზე, რომელშიც ჩატვირთულია ინერტული გაზი, დიდი ალბათობით ეს გაზი - არგონია, რომლის მოქმედების მთავარი მიზანი მინაპაკეტის თბოიზოლაციური თვისებების სრულყოფაა.

არგონის თბოგამტარობა მნიშვნელოვნად მცირეა ჰაერის თბოგამტარობაზე, ამიტომ არგონიანი მინაპაკეტებს გააჩნია მარალი თბოიზოლაციური თვისებები და სითბოს ეკონომია ჩვეულებრივ მინაპაკეტთან შედარებით (რომლის მინებს შორის-ჰაერია) აღწევს 60%-ს.

ასეთი ფანჯრის კონსტრუქციებით მიღწეული თბოიზოლაცია არა მხოლოდ ინარჩუნებს სითბოს შენობაში, არამედ ხელს უწყობს კონფორტული ტემპერატურის შენარჩუნებას წლის ცხელ პერიოდშიც (ზაფხულში).

ამგვარად არგონიანი მინაპაკეტით ეკონომია კეთდება არა მხოლოდ გათბობაზე, არამედ კონდიცირებაზეც.

გარდა ამისა, კამერებში, რომლებშიც ჩატვირთულია ინერტული გაზი - საგრძნობლად არის გაუმჯობესებული ხმაურის იზოლაცია (დაახლოებით 20%-ით) და ზაფხულის პერიოდში ირეკლავს ულტრაიისფერი სხივების მნიშვნელოვან ნაწილს.

  მინებს შორის ჩატვირთული ინერტული გაზები აბსოლიტურად უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. არგონი არ იწვის, არ არის ფეთქებადსაშიში, რადიაოაქტიული და არ შედის ქიმიურ რეაქციებში.

რაც შეეხება მის გაჟონვას მინაპაკეტიდან, ორსაფეხურიანი ჰერმეტულობა უზრუნველყოფს იმას, რომ გაჟონვის მაჩვენებელი არის წელიწადში 1-2%-ზე ნაკლები. რაც ნიშნავს, რომ მისი ექსპლუატაციის ვადა შეადგენს 50 წელზე მეტს.


გაითვალისწინეთ - ბევრ მომხმარებელს აინტერესებს არის თუ არა ნამდვილად მისი ფანჯრების მინაპაკეტებში ჩატვირთული არგონი. სამწუხაროდ, თვალით ამის განსაზღვრა შეუძლებელია, რადგან არგონი უხილავი და უფეროა.

ამიტომ, იმისთვის, რომ გაიგოთ ნამდვილად არის თუ არა თქვენს მინაპაკეტებში ინერტული გაზი, საჭიროა სპეციალური ხელსაწყო - თბოვიზორი. თბოვიზორით მომსახურეობას კი გაწევს სპეციალიზირებული ფირმა, რომელსაც გააჩნია მსგავსი მომსახურეობათა სპექტრი.

არგონით ჩატვირთული მინაპაკეტები ჩვეულებრივ მინაპაკეტებზე მაღალი ღირებულებისაა, თუმცა ეს გაცილებით მაღალეფექტური მინაპაკეტებია - გაძლიერებული თბოიზოლაციით და ენერგიის მაღალი ეკონომიურობით.

თუ ამგვარ მინაპაკეტებში არგონთან ერთად გამოყენებული იქნება ენერგოეფექტური მინებიც, ყველაზე თხელი მინაპაკეტიც კი შექმნის კომფორტულ ტემპერატურას შენობაში წლის ნებისმიერ დროს - მინიმალური ენერგო დანახარჯებით.


მინაპაკეტი ხმაურის იზოლაციით

ამ ტიპის მინაპაკეტები გამოიყენება შენობაში ხმაურის იზოლაციის უზრუნველყოფის მიზნით.

ხმაურისგან დამცავი მინაპაკეტის კონსტრუქციული თავისებურება ითვალისწინებს მასში ისეთი კამერების არსებობას, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან ზომებით.

სწორედ ასეთი ტექნოლოგია იძლევა ზედმეტი ხმაურის შთანთქვისა და შენობაში ზედმეტი ხმების შეღწევის მაქსიმალური შემცირების საშუალებას.

იმისათვის, რომ ხმაურის იზოლაცია კიდევ უფრო ეფექტური იყოს, შესაძლებელია ამგვარი ტექნოლოგიის ტრიპლექსთან, ან ისეთ მინებთან შეთავსება, რომელშიც საიზოლაციო მასალად გამოიყენება ფისი.

ამგვარი თვისებების მქონე ერთმინიანი მინაპაკეტი ამცირებს ხმაურის დონეს დაახლოებით 20 დეციბალით. ერთკამერიანი და ორ მინიანი მინაპაკეტი - დაახლოებით 25 დეციბალით. ორკამერიანი მინაპაკეტი კი დაახოებით 30 დეციბალით.

რა თქმა უნდა შესაძლებელია ხმაურის დონის კიდევ უფრო შემცირება, თუმცა ამისთვის უკვე გამოიყენება უფრო მასიური მინები, რომელთა შორის მეტია დაცილებაც და შესაბამისად ხმაურის დონე მცირდება დაახლეობით 35-40 დეციბალით. ეს უკვე სრულყოფილი ტიპის ხმაურის იზოლაციის მქონე მინაპაკეტია.

შედარებისთვის ვნახოთ რამდენი დეციბალია ხმაურის ნორმა სხვადასხვა ტიპის შენობებში:

- საძინებელი - 25 დცბ;
- სასტუმრო ოთახი - 40 დცბ;
- სკოლის კლასები, კინოთეატრები - 40 დცბ;
- ოფისები - 50 დცბ
- სავაჭრო ცენტრები და სპორტული დარბაზები - 60 დცბ;

ვიდრე ხმაურის იზოლაციით აღჭურვილი მინაპაკეტის შეძენის გადაწყვეტილება მიიღებთ, გაითვალისწინეთ თუ სად მდებარეობს თქვენი საცხოვრებელი სახლი, აგარაკი თუ ოფისი და გათვალეთ გარემომცველი აკუსტიკური ფონის გაუარესების შესაძლო პერსპექტივა.

 ხმაურის წყარო  ხმაურის დონე (დეციბალი)
 ჩუმი ქუჩა, წვიმის წვეთების ხმა  40
 ნორმალური საუბარი  45
 ქალაქის ქუჩა  60
 მობილური ტელეფონის ზარი  70
 ქალაქის ქუჩა პიკის საათში  85
 მოტოციკლი, ძაღლის ყეფა, ფენის ხმა  90
 მეტრო  100
 iPAD-ის მაქსიმალური ხმა  115
 ავტომობილის სიგნალიზაცია  120
 ტკივილის აკუსტიკური ზღვარი  130